15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 12:51:32, 1271 ნახვა

საზოგადოება
ხორბლის იმპორტიორი თავის დაწვით იმუქრება - აქციაზე ვითარება დაძაბულია

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავის დაწვით იმუქრება.

მამაკაცი შენობის სახურავზე ავიდა, მიიყენა თვითდაზიანებები და ბენზინი გადაისხა. ის ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ადგილზე მისვლას, მასთან შეხვედრას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.
მამაკაცი აქციის დანარჩენ მონაწილეებსაც მოუწოდებს სამინისტროში შეხვედრაზე არ მივიდნენ. 

ის აცხადებს, რომ ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის იანვრამდე გადავადება არასაკმარისია და ამ ვადაში საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს.

მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარება, სახანძრო სამსახური და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ცნობისთვის, იმპორტიორები უკვე მე-4 დღეა ფინანსთა მინისტრის განკარგულებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორები ივანე მაჭავარიანს გუშინ სამინისტროში შეხვდნენ. შეხვედრისას მინისტრმა მათ აღნიშნული განკარგულების 3 თვით გადავადება შესთავაზა, თუმცა იმპორტიორებმა ხსენებულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ განკარგულება უნდა გაუქმდეს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics