08:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 12:45:39, 2179 ნახვა

სამართალი
ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის“ ორგანიზებით, თბილისში, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი პროექტი „კალკანის“ სამუშაო ჯგუფის და ოპერაცია „კორალის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების საერთაშორისო შეხვედრები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს პროექტი „კალკანის“ წევრი ქვეყნების 28 დელეგატი: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და ოპერაცია „კორალის“ 53 მონაწილე. შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წევრები.

პროექტი „კალკანი“ 2002 წელს ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის გაღრმავებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო მეტი ტერორისტის საერთაშორისო დონეზე ძებნა და დაპატიმრება.

ოპერაცია „კორალი“ კი ცენტრალური აზიიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებიდან ინტერპოლის მიერ შერჩეულ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთა შორის საქართველოც არის. ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მიზანია ცენტრალურ აზიაში მოქმედი უცხოელი მებრძოლი-ტერორისტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

თბილისში მიმდინარე ინტერპოლის წევრი ქვეყნების შეხვედრების მიზანია აღნიშნული ინფორმაციის პერიოდულად განახლების მექანიზმების განხილვა, ტერორისტთა გადაადგილების ახალ ტალღასა და მათი ადგილსამყოფელის არეალის შეზღუდვის აუცილებლობაზე მსჯელობა.

პროექტ „კალკანის“ ფარგლებში, საერთაშორისო შეხვედრები თბილისში 18-19 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ოპერაცია „კორალის“ მონაწილეთა შეხვედრები 20-21 სექტემბერს იმართება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics