19:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 18:36:32, 1361 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვერდაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ახალგაზრდების როლზე მუნიციპალურ საქმიანობაში.

აჭარის ახალგაზრდული კავშირი 2004 წელს ნიგაზეულის ახალგაზრდების ინიციატივით დაარსდა და ახორციელებს კულტურულ, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ღონისძიებებს.

მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდულ განყოფილებასთან ერთად მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირი ჩაერთვება შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათემო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესში.

შუახევის მერი ახალგაზრდებს მხარდაჭერას დაპირდა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის აუცილებლობაზე საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

შეხვედრას შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის დამფუძნებელი მირიან აბაშიძე ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics