|
2018-09-19 16:55:53, 2806 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება
2018 წლის 20-22 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მომუშავე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს. Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან: John Pallant - Creative Director, Brouhaha, UK; Luna Maurer - Creative Director, MONIKER, Netherlands; Iñaki Martí Mata - Executive Creative Director, Service Plan, Spain; Dan Williams - Creative Director, The Mill's London studio, UK. ამერიკული სააგენტოს Sagmeister & Walsh-ის თანადამფუძნებელი, გრაფიკული დიზაინერი, არტ დირექტორი და ილუსტრატორი - Jessica Walsh-ი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია. გარდა ამისა, ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. Ad Black Sea-ს დამფუძნებლებმა სპეციალურად ჟიურის 15 კაციანი შემადგენლობა მოიწვია. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც. ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling. საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. პირველად AD Black sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო და მას გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. AD Black Sea 2018-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და მონაწილეების წახალისებაა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)