13:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 13:49:54, 1427 ნახვა

საზოგადოება
ირმა ქავთარაძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით „ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ -  „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის ინიცირება“ გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებული „პარიზის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხზე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელში „კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კავშირი სხვა ეროვნულ სტრატეგიებთან“. მან ისაუბრა საქართველოში მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ზრდის წახალისების მიზნით სამინისტროში მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ პროცესებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობასა და მხარდაჭერაზე.

როგორც ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, ვინაიდან „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი გულისხმობს ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მდგრად და კლიმატგონივრულ განვითარებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ პროცესებში როგორც ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორების, ასევე მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტებისა და გრძელვადიანი ხედვების გათვალისწინებას, რათა მოხდეს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და საერთო მიზნების გამოკვეთა.   

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics