19:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 13:27:32, 598 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის საჯარო სკოლებიდან 2018 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებში გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ჩემთვის საამაყოა თქვენი წარმატება, გილოცავთ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს. თქვენ ხართ თაობა, რომელმაც ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა შექმნას, ამიტომაც მეიმედებით შუახევის ხვალინდელი დღისთვის“, - მიმართა ახალგაზრდებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრას მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, საკრებულოს წევრები და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ფრიდონ ფუტკარაძემ ახალგაზრდებს მოუწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალურ საკითხებში ჩაერთონ და საკუთარი ხედვები, იდეები წარმოადგინონ.

ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას უმაღლეს სასწავლებელში 50 % სახელმწიფო გრანტით გააგრძელებენ:

უჩა ჯუმუშაძე - შუბნის საჯარო სკოლა,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;

ანა შავაძე - დაბა შუახევის საჯარო სკოლა, თბილისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ბიზნეს ადმინისტრირება;

ირმა კეკელიძე - ნიგაზეულის საჯარო სკოლა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა;

სალომე ჭაღალიძე - ჭალის საჯარო სკოლა , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა;

ნინო ქარცივაძე - ხიჭაურის საჯარო სკოლა , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (100 ლ. სტიპენდია უნივერსიტეტისგან), ინგლისური - ფილოლოგია;

თინათინ ქათამაძე - ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი;

თეონა აბაშიძე - ნიგაზეულის საჯარო სკოლა , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური - ფილოლოგია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics