|
2018-09-19 12:50:09, 2106 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.გ. და ძალადობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.ზესტაფონში ძარცვისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.გ-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს ი.კ.-ს საჯარო მგზავრობის საფასურის გარეშე, სკოლასთან მიყვანა სთხოვეს, რაზეც ტაქსის მძღოლი დათანხმდა. უწყების ცნობით, დანიშნულების ადგილზე მისულებმა ლ.გ-მ და ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს დამატებით სხვა ადგილას მიყვანა სთხოვეს, თუმცა ი.კ.-მ მათ უარი განუცხადა შემდგომი მომსახურების გაწევაზე. აღნიშნულზე განაწყენებულმა ო.მ.-მ ტაქსის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ლ.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. „გამვლელი მოქალაქეების ჩარევის შედეგად ლ.გ-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.გ. 2017 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ო.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ლ.გ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ო.მ.-ს 160 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
(NS)
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)