|
2018-09-19 12:30:15, 1930 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: ფრაქციაში გედევან ფოფხაძეს მოვიწვევთ - თუ მას ბრძოლას უნდა, არ ინანებს
„ამ დღეებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, რომელიც შეავსებს ჩვენს ფრაქციას “, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან მოლაპარაკება არ შემდგარა, თუმცა მისი თქმით, გუნდი აპირებს, ფრაქციაში გადასვლა დეპუტატ გედევან ფოფხაძეს შესთავაზოს. „თუ არ შეივსება, არაუშავს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ყველა მოღალატეს და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით. შევთავაზებთ, ბატონ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული, რომ გავიმეორებთ მოწვევას ფრაქციაში, თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, - განაცხადა ადა მარშანიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრი, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ მის ადგილს სხვა რომელიმე დეპუტატი არ დაიკავებს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დაიშლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)