13:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 17:08:32, 1810 ნახვა

საზოგადოება
ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალში, ახალაშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა სრულდება.

მერიის ინფორმაციით, კედლის სიგრძე 63, ხოლო სიმაღლე - 2,3 მეტრი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.

„თბილისის მერიის მიერ აშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ვასრულებთ. ხვალამდე დასრულდება კედლის მშენებლობა და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარიც დაიგება. ასევე, კომპლექსის წინ არსებულ ტერიტორიაზე გასულ თვეში დავასრულეთ საგზაო სამუშაოები. თვის ბოლომდე შენობის მიმდებარე გარე პერიმეტრი მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

საყრდენი კედლის მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 147 000 ლარი გამოიყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics