2018-09-18 15:12:06, 4876 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსს“ 31 ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ "ფლორენსს" 31 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შტორმი დიდ საშიშროებას წარმოადგენს და მდინარეებმა წყალდიდობის ზედა ზღვარს მიაღწიეს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და თავშესაფრების ტერიტორია არ დატოვონ. საცხოვრებლებიდან უკვე 900 ადამიანია ევაკუირებული, 14 ათასი კი სპეციალურ თავშესაფარში რჩება.
ავტორი: ,