|
2018-09-18 14:57:12, 1530 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარინების ქსელის, სანიაღვრე სისტემის, ასფალტისა და ბორდიურის განახლებას ითვალისწინებს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩას საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. „კაჩინსკის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომლითაც თბილისში ჩამოსული სტუმარი ქალაქის ცენტრში ხვდება. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულფასოვანი სამუშაოები - წყალარინების ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუშაოები, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ასევე, მუშაობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რათა თავისი ქსელები მოაწესრიგოს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის, რადგან ჩვენთან ერთად, საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებენ. რეაბილიტაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი ექნება, რადგან სამუშაოები აქაც 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება. ამისთვის მათ კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო, თუმცა პროექტს ძალიან მალე - ოქტომბრის ბოლოსთვის დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დღემდე, გზის აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება უხარისხოდ ხდებოდა. „ასფალტი, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში აიღეს, 70-80 სანტიმეტრის სისქისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გზის შეკეთება არასწორად, არასაფუძვლიანად ხდებოდა, თუმცა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ამ ქუჩაზე ყველაფერი მოწესრიგდება - შეიცვლება გარე განათების ბოძები, ნათურები, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ა.შ. ვფიქრობ, საკმაოდ ლამაზი ქუჩა გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. საგზაო სამუშაოებს მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ილია ჯიშკარიანი გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ასრულებს.
(NS)
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)