|
2018-09-18 14:01:36, 2775 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მილიონ ლარს მიაღწია
18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 145 მილიონ ლარს მიაღწია, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში რთველი კვლავ აქტიურ პროცესშია და ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. „დღეღამურად, საშუალოდ 5-6 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 65-მდე ღვინის საწარმო კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს“, - ანდრო ასლანიშვილმა. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში - 27-27 ათასი ტონა, შემდეგ მოდის თელავი - 18,5 ათასი ტ., სიღნაღი - 8,4 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 3,8 ათასი ტ., ახმეტა - 3 ათასი, ლაგოდეხი - 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯო - 955 ტონა. მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)