11:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 13:19:40, 2247 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია - მსოფლიო ბანკის დახმარებით, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ვიმუშავებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონსა და აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამოქმედო პროგრამა განიხილეს.

 „ვისაუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვიწევს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ფასეულია და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა შეხვედრის  დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საჯარო მომსამსახურეთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების თემა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.

„ამისთვის საჭიროა პირობების შექმნა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ხალხი მოვიზიდოთ სახელმწიფო სამსახურში, ისინი მოვამზადოთ, მივცეთ მეტი განათლება და ჩავუტაროთ ტრენინგები, რათა მათ ბევრად უფრო კვალიფიციური და ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ იმ დახმარებისგან, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები გვაძლევენ. მსოფლიო ბანკი გვთავაზობს კონსულტაციების გამართვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საჯარო სამსახურში მოხელეების კვალიფიკაციის საგრძნობ ზრდას მივაღწიოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გიორგი ჩერქეზიშვილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics