18:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 12:17:49, 2616 ნახვა

კომენტარი
კობახიძე კანაფის კანონპროექტზე: საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გავმართავთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანის კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ ფართო კონსულტაციებს გამართავს.

კობახიძემ დასძინა, რომ კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც შედგება. 

„საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გვქონდა, ეს კონსულტაციები გაგრძელდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, მათი ინფორმირება ამ რეგულაციების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვაკუუმია დარჩენილი და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics