|
2018-09-14 19:38:13, 1882 ნახვა
კომენტარი
„ცესკო-ს მხარდაჭერას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო უწევენ“
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს: საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის ტემპის აკრეფის პარალელურად არჩევნებზე დამკვირვებელი სამოქალაქო ორგანიზაციები დარღვევებზე ალაპარაკდნენ, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. რამდენად იქონიებს გავლენას არჩევნებზე ანგარიშში მოხსენიებული ფაქტები? - ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან არჩევნებს და ხმამაღლა საუბრობენ არსებულ თუ სავარაუდო დარღვევებზე, უკვე არის პოზიტიური ტენდენციის მაჩვენებელი. გავეცანი ანგარიშს და გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები, გარკვეულ საკითხებში კი არა, კერძოდ, მითითება ნათესაურ კავშირებზე საოლქო კომისიებში, როგორც არჩევნების გაყალბების წინაპირობაზე. გამომდინარე ჩვენი სინამდვილიდან, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი არის ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ნათესაური კავშირებით, არ მიმაჩნია სწორად რომ საარჩევნო სტრუქტურებში ნათესაური კავშირი აპრიორი და უაპელაციოდ ცხადდებოდეს არჩევნების გაყალბების წინაპირობად. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამით შეურაცხყოფა ადგება ამ ადამიანებს და მათ საქმიან რეპუტაციას?! აი, რაც შეეხება იმას, რომ კონკურსანტთა კვალიფიკაციის შეფასებისას გამოვლენილ პრობლემებს, აქ კითხვები არის, თუმცა ვნახე ცესკოს პასუხი ამ კითხვებზე. უნდა ითქვას, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, ცესკო ოპერატიულად ეხმაურება მის მიმართ პრეტენზიებს და რიგ შემთხვევებში ეს პრეტენზიები გაბათილებულია. ანგარიშში გამოთქმული ზოგიერთი პრეტენზია საარჩევნო კამპანიის დროს დარღვევებზე, იქნება მაგ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სხვა, უფრო ეჭვებსა და ვარაუდებს ეყრდნობა. ეჭვი ყველაფერში შეიძლება შეიტანო, თუკი ამის სურვილი გაქვს. საერთოდ, თუ ყურადღებას მიაქცევთ ციფრებს, ნახავთ, რომ დარღვევების ხარისხი და მასშტაბი არც ისე დიდია. თუმცა, მე მაინც მინდა ამ დოკუმენტს პოზიტიური კუთხით შევხედო და დავინახო მასში საარჩევნო მონიტორების მხრიდან დახმარების სურვილი და სიგნალი ცესკოსთვის, რომ ამ საკითხებით დროულად დაინტერესდეს. რა უნდა გააკეთოს ცესკომ ასეთ შემთხვევაში? - ცესკომ უნდა გააკეთოს ის, რაც მას კანონით ევალება -- უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. სხვათა შორის, მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობოები არ არიან ჩართული პროცესში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც გვაკვირდებიან და გვეხმარებიან. სხვათა შორის, ცესკოსა და შსს-ს შორის ამ დღეებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის სამუშაო პროცესს მხარდაჭერას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო უწევენ.
(NS)
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)