|
2018-09-14 13:37:48, 1685 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ანაკლიის პორტის პროექტს განიხილეს
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში", საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრეს სადისკუსიო პანელზე, სახელწოდებით „ლურჯი ზრდის საზღვაო კლასტერების და ძირითადი პროექტების როლი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში". აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა. საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობა მიიღო ანაკლიის პორტის პარტნიორი კონსტანცას პორტის წარმომადგენლობითმა დელეგაციამაც პორტის დირექტორის ნიკოლაი დან ტივლიკის ხელმძღვანელობით. კონსტანცას პორტის მენეჯმენტი ანაკლიის პორტის ტერიტორიასაც ესტუმრა, მიმდინარე მშენებლობას მოინახულა და ანაკლიის პორტის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან შეხვედრა გამართა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია. ფორუმი ბათუმში მეორედ ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაა. ფორუმს საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები დაესწრნენ, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, ლიმ კიტაკი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები. საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში 12-14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)