11:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 13:25:22, 1658 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: ჩეხ მინისტრთან შეხვედრისას მათი კომპანიების მიერ წარმოების საქართველოში გადმოტანის საკითხი განვიხილეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ  ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში ცალკეული ჩეხური წარმოებების შესაძლო გადმოტანის საკითხები განიხილეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი კავშირები საგარეო ვაჭრობაში, რომელიც ბოლო წლებია ზრდის დინამიკით ხასიათდება.

აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოსა და ჩეხეთში სავაჭრო ბრუნვა 35 პროცენტით, ხოლო ექსპორტი საქართველოდან 9 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. 2017 წელს ჩეხეთიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 142,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა.

„ჩეხეთი ჩვენი ერთ-ერთი დიდი პარტნიორია როგორც სავაჭრო, ისე ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ  განვსაზღვრეთ მთელი რიგი პროექტების, რომლებიც დაგვეხმარება ჩეხეთთან ურთიერთობების გაორმაგებაში. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ჩეხური ინვესტიცებისა და ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანაზე. ჩეხეთი არის ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი ტექნოლოგიებით. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ მოგვყიდონ პროდუქცია, არამედ გადმოიტანონ წარმოებები და გახსნან აქ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics