11:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 11:54:10, 1469 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკს“ Global Finance-ის სპეციალური ჯილდო Digital Bank of Distinction მიენიჭა

მთელი საქართველოს ბანკმა, Global Finance-ის სპეციალური ჯილდო- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიიღო.

"საქართველოს ბანკს" ჯილდო Global Finance-ის მიერ ორგანიზებულ მესამე, ყოველწლიურ „გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების“ დაჯილდოებაზე ერგო. საქართველოს ბანკს ჯილდო  Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, კონსალტინგის, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის სფეროში გლობალური ლიდერების გადაწყვეტილებით მიენიჭა. Global Finance-ის მიერ ხდება იმ ბანკებისა და გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების აღიარება, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ საკუთარი საცალო და კორპორატიული კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებას. 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე ზედიზედ მეორე წელია იღებს  გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების ჯილდოს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ბანკი საკუთარ საცალო და კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს უახლეს ციფრულ საბანკო გადაწყვეტილებებს,  კომფორტულ მომსახურებას და ხელს უწყობს მათი წარმატების მიღწევას ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ბანკი გააგრძელებს მუდმივ ზრუნვას, რათა განავითაროს საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ახალი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული სერვისების წარსადგენად“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურებისთვის ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ იმ  ბანკებს, რომლებიც ახორციელებენ მსოფლიო დონის სერვისებს და აჭარბებენ მომხმარებელთა მოლოდინებს“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics