|
2018-09-13 16:44:18, 1005 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველო არნახულად გაიზარდა ორწლიანი გადასახედიდან
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ფორუმი, თქვენ არნახულად გაიზარდეთ ორწლიანი გადასახედიდან - აქ უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი თავისი ხელისუფლების წევრებით და ექსპერტებით, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, თავისებური შეფერილობა და ესეც განაპირობებს წარმატებას“, - განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018). საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დადებითად აფასებს საქართველოს საზღვაო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი წარმატების პოტენციალი აქვს. „მინდა, საქართველოს საზღვაო წარმოება-მრეწველობის პოტენციალს შევეხო - ნამდვილად კარგი სტრატეგია, მონდომება, კეთილი ნება და რასაკვირველია, მომგებიანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პირობას ქმნიან, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა კიტაკ ლიმმა. საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)