05:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 10:11:46, 1117 ნახვა

სამართალი
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 პირი დააკავა, 13 კი, პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის  ფაქტზე 5 მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით  თაღლითურად დაეუფლნენ  საგარეჯოს რაიონში,  საერთო ჯამში 20 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს,   რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 78 000 ლარის ოდენობით. 

„ამავე საქმეზე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ლ,  ამირან ნ, მზია ჟ,  გოდერძი ზ, შოთა ხ, ზორბეგი ა, გელა ს, ვეფხვია მ, ნუგზარ ღ,  ელიზბარ გ, გია გ,  ზაზაბ და ვაჟა პ. აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოსდა ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს  ნამდვილად ფლობდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“  და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“  და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9  წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics