19:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 15:45:00, 650 ნახვა

რეგიონი
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, EMSA-ს სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის კვირეულის ფარგლებში,  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) სადამკვირვებლო კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ვინაიდან საზღვაო უსაფრთხოება, უშიშროება და საზღვაო გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხებია როგორც ევროკავშირის წევრი სახელწმიფოებისთვის, ისე შავი და კასპიის ზღვისპირა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებისთვის, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს ტექნიკური დახმარების პროექტს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დაინტერებულ მხარეს ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე და მიზნად ისახავს, აამაღლოს საზღვაო გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები.

ბენეფიციარი ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი და თურქმენეთი.

შეხვედრის მთავარი მიზანი მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქტივობების დამტკიცებაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics