|
2015-06-06 09:29:16, 401 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილი შოთაძეს მთავარ პროკურორობას დაჰპირდა
„ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მიყვანის შემთხვევაში მთავარ პროკურორობას დაჰპირდა“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, ირაკლი შოთაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. „დღეს იყო მართლაც განსაკუთრებული მოვლენა, როდესაც დავინახეთ მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც ვიცით, რომ პოლიტიზებულია. მე შინაგანად ყოველთვის მეშინოდა, რომ არ მომხდარიყო ამ პროცესის ისე პოლიტიზება, რომ ამას გავლენა მოეხდინა მოსამართლეზე. როგორც აღმოჩნდა, მთლიანად დაინგრა პროკურატურის მთელი ბრალდება, რომლის საფუძველზეც დააკავეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი. რომლის საფუძველზეც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ამდენი ისაუბრა, რომ რაღაც შეკითხვები აქვს და თურმე ფული ყოფილა გაფლანგული თავდაცვის სამინისტროში. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორობას დაჰპირდა“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)