|
2018-09-12 12:23:10, 945 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი - მომავალმა პრეზიდენტმა ყველგან უნდა თქვას, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს - ვინც ამას გაამართლებს, აგრესორის მხარესაა
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე, "მსოფლიო თავდაყირა - 2018" სიტყვით გამოვიდა, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და რომელსაც ქართველი, ევროპელი და ამერიკელი უსაფრთხოების ექსპერტები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა 5 წლიანი მუშაობა შეაფასა, შიდაპოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე და რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ერი დემოკრატიული ღირებულებების გარშემო უნდა გააერთიანოს და შეამციროს კონფრონტაცია საზოგადოებაში. "უპირველეს ყოვლისა მე პატივს ვცემ შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. მე პატივს ვცემ პრეზიდენტობას ამ ქვეყნისთვის, რისთვისაც მე ვიბრძოდი 5 წლის განმავლობაში. მე ვიბრძოდი არამხოლოდ ამ ინსტიტუციისთვის, მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პრეზიდენტის ოფისი, პატივი სცენ მას, ვიბრძოდი ეროვნული ბანკისთვის, უშიშროების საბჭოსთვის, რაც სამწუხაროდ წაგებული აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ინსტიტუციები მაგალითად ეროვნული საბჭო დაიშალა და ძალიან რთული სიტუაციაა სასამართლოებში, პატივისცემა ინსტიტუციის მიმართ შესუსტებულია და ეს იყო ჩემი ბრძოლა. ბევრი პრობლემაა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაც საფუძვლის ირგვლივ და ეს არის პრობლემა, გაერთიანება ერთიანი მიზნის მისაღწევად, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. გაერთიანება არ არის ერთხმად საუბარი. ეს არის რაღაცისთვის გაერთიანება - მაგალითად ჩვენი პროდასავლური არჩევანი, ეს არის სუვერენობის და ქვეყნის ერთიანობის უფლება, ეს არის დემოკრატიის უფლება და ადამიანის უფლებები და ეს ქმნის სახელმწიფოს, ერს ქმნის ერად, როდესაც ერი ერთიანდება რაღაც საფუძვლის ირგვლივ. ეს უნდა გააგრძელოს შემდეგმა პრეზიდენტმა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალ პრეზიდენტს მოუწევს საკუთარი ქვეყნის და რუსეთთან პრობლემის ადვოკატირება, რასთან დაკავშირებითაც პასუხი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი. "ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რომ არ იყო ლეგიტიმური მიზეზები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს გამართლდეს, გამართლება ამას არ აქვს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეცდება გაამართლოს რუსეთის აგრესია ჩვენს მიწაზე აგრესორის მხარესაა, ისტორიის ბნელ მხარეს. კიდევ ერთი რამ, პრეზიდენტი სამხედრო მეთაურია და ეს უნდა ახსოვდეს ყველა პრეზიდენტს. თქვენ ესაუბრებით არამხოლოდ ადამიანებს, არამხოლოდ პოლიტიკოსებს, ნებისმიერ კომენტარში თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ჯარისკაცებისთვის. ქალები და კაცები, ვისაც აცვია ჯარისკაცის ფორმა და მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი კომენტარი რელევანტურია მათი სამსახურისთვის, სადაც ისინი თავის ცხოვრებას რისკავენ და საფრთხის ქვეშ აყენებენ თავისი ერის კეთილდღეობისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ იარაღი უჭირავთ და ისინი იცავენ მოქალაქეებს და, როდესაც იბრძვიან მათ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს ამ ქვეყანაში. აი ეს უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ვინც ებრძვის რუსულ პროპაგანდას უნდა ცდილობდეს საზოგადოებაში კონფრონტაცია შეამციროს.
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)