17:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 11:17:11, 942 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთი გრამი მარიხუანაც არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის

„ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობას გათვითცნობიერებული აქვს  რისკები და ამიტომ მარიხუანას კულტივაცია სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.

„ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რომ არ შეიძლება, ზოგადად, ამ მცენარის და ამ ნივთიერების კულტივაცია, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის და სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics