17:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 11:33:23, 888 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: 2008 წელს, ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას რისკი და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც მეგობრები გვაძლევდნენ

„სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას.

გუშინ მე არ მომისმენია, ქალბატონმა სალომემ რა თქვა, მაგრამ როცა ასეთი კითხვა დაისვა, მე გავაკეთე დეტალური განმარტება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს, რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დღიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, რუსეთია არის აგრესორი  მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოახდინა მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება.  მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოახდინა მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხარს ვუჭერთ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირი, რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ასევე გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას. სწორედ ამ მიზნებიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება და მე არაერთხელ ავხსენი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics