|
2018-09-11 16:49:37, 833 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა
„დღეს ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. სწორედ მიღწეულის შენარჩუნება და ჩვენი გაძლიერება უნდა იყოს რუსული საფრთხის შეკავების საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, რომელიც ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა, სადაც მან გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების კონტექსტი ყველაზე ადეკვატურად აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაშია ასახული. „ჩვენ კონკურენციის სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მთავარი დაპირისპირება დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსა ანუ დასავლეთსა და ავტორიტარულ სისტემებს შორის მიმდინარეობს. განსაკუთრებით ევროპისთვის ამ საფრთხეს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი წარმოადგენს,რომელმაც თავისი რევანშისტული პოლიტიკით ჯერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოახდინა და დღეს ცდილობს დაარღვიოს დასავლეთის ერთიანობა, შეასუსტოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის აზრით, საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. „საქართველო დასავლეთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას. დემოკრატიული განვითარების გზით, საქართველოს მიზანია გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და აშშ-ის სტრატეგიული რეგიონული მოკავშირე. ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აფასებს საკითხს და გამოსავალი სწორად არის ასახული ცნებაში - სტრატეგიული შენარჩუნება. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს სწორედ ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სესიაზე გამოსვლისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)