|
2018-09-11 13:23:50, 949 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რომ თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს
„ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რომ ხელისუფლება თითქოს, რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონკრეტული ბრალდებები კანონმდებლობის გადმოსახედიდან უნდა შეფასდეს. „ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი შეგვექმნა ახალი მედია, განგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს არ ჰქონდეს თავის საკუთარი მედია, ამიტომ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მედიათავისუფლების, გვჭირდება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია. კონკრეტული ბრალდებები უნდა შეფასდეს კანონმდებლობის გადმოსახედიდან, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)