17:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 13:19:37, 700 ნახვა

რეგიონი
ბათუმი საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი დღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-3  საინვესტიციო-ენერგეტიკული  ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო  დონის ღონისძიების ბათუმში ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ფორუმები ხელს უწყობს როგორც  ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლებას, ისე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

,,პირველ რიგში ეს ფორუმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ რეგიონში ტურიზმი სხვა მიმართულებებს იღებს იქნება ეს კორპორატიული ტურიზმი, თუ სხვა სახის ტურიზმი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. ასევე თემატურად დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია,  რამდენადაც ის ხაზს უსვამს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით უნდა განხორციელდეს. ასევე, იმ მაღალტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. შესაბამისად, ის მიმდინარე პროექტები, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები თუ სხვა ტიპის ენერგო ობიექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ".

საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი მიზნად ისახავს კარეკის ქვეყნებში საჯარო/კერძო სექტორის მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას: 1. არსებული ენერგო შესაძლებლობების ჩვენებით; 2. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფით; 3. სუფთა/მაღალი ტექნოლოგიების მიმართ ცნობადობის ამაღლებით;

ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ CAREC-ის  წევრი და სხვა ქვეყნების სამთავრობო ოფიციალური პირები, კერძო სექტორის ინვესტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დეველოპერული პარტნიორები. წარმოდგენილი იქნება 5 ტექნოლოგიური სესია, სადაც ყურადღება გამახვილდება პროექტების ქეისებზე, მათ დაფინანსებასა და შედეგებზე.

ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება.

CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი ხვალ დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics