07:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 15:30:59, 738 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების ნაკლებობა. არსებულ პარკებშიც გვაქვს სერიოზული პრობლემები და მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს მათი განახლება-რეაბილიტაცია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პარკს, აქ მოეწყობა დაახლოებით 700 მეტრიანი ველობილიკი, სათამაშო სივრცეები ბავშვებისთვის, მთლიანად განახლდება შადრევანი, ასევე, მოეწყობა კაფე დამსვენებლებისთვის. გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი ძაღლების გასასეირნებლად. აქ პრობლემა იყო ხეებთან დაკავშირებით. დაახლოებით, 400 ძირი გამხმარი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფიჭვი მოიჭრა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ამ პარკს არ ეხება, ზოგადად, ამ მხრივ ქალაქში სერიოზული პრობლემაა. დაახლოებით, 20 ათასამდე უვარგისი ხეა უკვე მონიშნული, რომელიც აუცილებლად უნდა მოიჭრას სხვადასხვა ლოკაციაზე. აქ 460 ძირი ხე დაირგვება, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი“’,  - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მლნ ლარი ჯდება.

ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის   გიგა გიგაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პარკში არსებული საღი ხეების შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და განთავსდება სეპარირების ურნები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics