07:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 14:31:51, 747 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო - შპს „ინჟინერთა ჯგუფის“ სააღსრულებო საქმისწარმოება ეფექტურად მიმდინარეობს

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, შპს „ინჟინერთა ჯგუფის“ სააღსრულებო საქმისწარმოება ეფექტურად მიმდინარეობს.

როგორც ბიუროში აცხადებენ,  შპს ,,ინჟინერთა ჯგუფის“ მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება დაწყებულია 10 აგვისტოდან და 34 საქმეს აერთიანებს.

„საქმისწარმოება თავისი შინაარსით და მოცულობით კომპლექსურია. თუმცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ეფექტური სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებით, უმოკლეს დროში, უზრუნველყო მოთხოვნილი თანხის უმეტესი ნაწილის, 300 ათას ლარამდე თანხის ამოღება. დანარჩენ ნაწილზე გრძელდება იძულებითი ღონისძიებები.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ, ბიუროში შემოსულია არა ერთი საჩივარი აღსასრულებელი აქტების სამართლებრივი შესწავლის მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს საკითხის სამართლებრივ გამოკვლევას, რომლის დასრულების შემდეგ, ბიურო იმოქმედებს კანონის შესაბამისად და მოახდენს ამოღებული თანხის განკარგვას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური შეხვდა კრედიტორ მხარეებს, რომელთაც, თანხის დროული მიღების მოთხოვნით, ბიუროს ეზოში აქცია გამართეს. შეხვედრაზე კრედოტორებს განემარტათ საქმისწარმოების მიმდინარეობის პროცედურები. აღსრულების ეროვნული ბიურო მაქსიმალურად მოკლე დროში და მხარეთა ინტერესების დაცვით, უზრუნველყოფს მოცემული საქმის აღსრულებას“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics