|
2018-09-10 14:02:04, 1507 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ნიკა მელია 3 000 ლარით დააჯარიმა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სასამართლომ სამართალდამღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება, 2018 წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს საპატრულო პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ,,2018 წლის 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტზე , რომელიც გამოიხატა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, შედგა სამართალდარღვევის ოქმი , რომელიც განსახილველად წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქმეზე წარდგენილი იყო საკმარისზე მეტი მტკიცებულება , რომელიც ადასტურებდა ნიკა მელიას მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტს. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და ის სამართალდამრღვევად ცნო“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ალეკო ნაჭყებიამ. დღევანდელ სხდომაზე ის მოწმეები დაკითხეს, რომლებმაც დეტალურად აღწერეს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები და დაკავების პროცესი. მოწმეების თქმით, ნიკა მელია გზის გადაკეტვას ცდილობდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას რომ მოძრაობა არ შეეფერხებინა. სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო სამართალდარღვევის ვიდეო-მტკიცებულებებიც.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)