|
2018-09-10 12:47:17, 797 ნახვა
კომენტარი
ბონდო ბოლქვაძე: საქართველო საბოლოო ეტაპზეა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით
“ახალი საბაჟო კანონმდებლობა, სრულ თანხვედრაშია ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებთან, განბაჟებისა და საზღვრის კონტროლის პროცედურებთან. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დამამთავრებელი ეტაპი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით”, - ამის შესახებ USAID-ის პროექტი ''მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტის მრჩეველმა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებში, ბონდო ბოლქვაძემ ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედებამ, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ვაჭრობის ხელშეწყობისა და გაიოლების მიმართულებით. „რაც შეეხება კოდექსის გავლენას ბიზნესგარემოზე - ვიტყოდი, რომ ეს არის უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს სტანდარტები, წესები და პროცედურები საერთაშორისოდ არის აღიარებული და ცნობილია ყველა უმსხვილესი კომპანიისთვის. შესაბამისად, საქართველოს მიერ ამ პროცედურების გაზიარება, დიდი კომპანიებს, მოვაჭრეებს, პოტენციურ ინვესტორებს საშუალებას მისცემს უკეთესად აღიქვან ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით“, - აღნიშნა ბონდო ბოლქვაძემ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი G4G-ის ჩართულობის მნიშვნელობას საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში. „G4G აქტიურად იყო ჩართული საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში კერძო და საჯარო სექტორების შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენი მიზანი იყო კოდექსი და მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული, მისაღები და გასაგები ყოფილიყო ორივე მხარისთვის. ფინანსთა სამინისტრო გეგმავს საბაჟო კოდექსის მიღებამდე შედგეს დოკუმენტის საჯარო განხილვა. G4G მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალური ჩართულობისა და კონსენსუსის შედეგად იქნას მიღებული“, - განაცხადა USAID-ის პროექტი ''მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტის მრჩეველმა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებში ბონდო ბოლქვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)