|
2018-09-10 12:31:53, 1081 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ახალი საბაჟო კოდექსი საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები სხვა პირს გადაეცეს
"ახალი საბაჟო კოდექსით, ჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სიახლე ბიზნესსექტორს მისცემს საშუალებას, აწარმოოს მისთვის სასურველი გარიგება საბაჟო ზედამხედველობაში მოქცეულ საქონელზე ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას. "გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება საბაჟო გადაწყვეტილების დროებით შეჩერება. კერძოდ, საბაჟო ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გადამხდელზე, წინასწარ ეცნობება მას, გადამხდელის მხრიდან არგუმენტების გათვალისწინების მიზნით. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოსთვის ჩნდება შესაძლებლობა, შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დაინტერესებულ პირს", - განაცხადა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)