|
2018-09-10 12:33:26, 822 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები
ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ახალი საბაჟო კოდექსით, მარტივდება სასაზღვრო ფორმალობები. „გადამზიდავ კომპანიას საშუალება ეძლევა წინასწარ განახორციელოს ზოგადი დეკლარირება, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის საჭირო დროის დაზოგვას. გარდა ამისა, სიახლეა, რომ ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე, გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)