|
2018-09-10 11:37:40, 1030 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: ახალი საბაჟო კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე
ახალი საბაჟო კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპული საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას საბაჟო სფეროში, სტაბილურ ბიზნესგარემოს და კერძო სექტორისთვის შეამცირებს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. „კერძო სექტორისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნება ღია საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება, გარდა ამისა, საჯარო განხილვების ფორმატში გაიმართება შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ყველა მიზნობრივ ჯგუფთან, რომელზეც მოხდება საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისივე თქმით, მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიზანია, საბაჟო კოდექსის მიღება მოხდეს ფართო კონსენსუსისა და საჯარო განხილვების საფუძველზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)