07:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 11:24:31, 811 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან 14 სექტემბრამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კმ-ზე 10-დან 14 სექტემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტუირის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტაქმენტის ინფორმაციით, 2018 წლის 10 სექტემბრის 10:00 სთ-დან 14 სექტემბრის 20:00 სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე (სადგური სამტრედია I, კმ104 პკ. 8-ში) არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინო-კორდული ფენილის რეაბილიტაციას. 
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა  დროის მოცემულ პერიოდში სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა ქ. სამტრედიაში არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის გავლით.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics