14:14 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 10:07:49, 861 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია იმართება. 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს გააცნობს. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

„საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics