2018-09-08 14:33:29, 888 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის დედა ამერიკის საელჩოსთან აქციებს აანონსებს
ამერიკაში დაკავებული ქართველი მოკრივეს, ავთანდილ ხურციძის დედა საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
ხურციძის დედა ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადმოცემას ითხოვს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
„კადრები ნახონ ჩემი შვილის დაწყებული თუ არის ის ჩხუბი, მაშინ რაც მისცეს სასჯელი ეკუთვნის და მოიხოდოს, თუ არადა მე ვითხოვ კადრებს, რომელშიც ჩემი შვილი ჩხუბობდა და მე გავასაჩივრებ. თუ კადრებს არ გამომიგზავნიან, მე 18 სექტემბერს ჩავალ თბილისში და აქციას მოვაწყობ. ჩაწყობილია ეგ საქმე, ახლაც ჩაწყობილია მაგ ქამარის გამო, ფორმაში იყო და იჩხუბებდა, მაგრამ ახლა ვეღარ იჩხუბებს, 10 წელი მისცეს და რანაირად იჩხუბებს?!“, - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ,