14:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 14:21:55, 1914 ნახვა

ეკონომიკა
თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდება და განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან.

გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრნენ. 

ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics