|
2018-09-07 16:56:37, 1481 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება
საქართველოში ვიზიტით შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი იმყოფება. მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც დაამზადებს მოძრავ შემადგენლობებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანია „შტადლერმა“, „საქართველოს რკინიგზამ“ და თბილისის მერიამ რეგიონული საწარმოს მშენებლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის ივნისის თვეში გააფორმეს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)