|
2018-09-07 13:14:28, 1231 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი - „სდსს-ს შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიზანია, კიდევ ერთხელ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცლა აღარ ეყოლება. როგორც ანა ანცვლიშვილი აცხადებს, აღნიშნული ცლილებების მიზანია დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, შეიზღუდოს პრეზიდენტის უსაფრთხოება და ეს გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მინიშნებაა მომავალი პრეზიდენტისათვის, რომ მისი უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების განხორციელების პროცესში, დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებასა და მთავრობის კეთილ ნებაზე. მისივე განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული. ,,მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა ევალება სახლემწიფოს სპეციალურ სამსახურს და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვოტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ. პრეზიდენტი სახლემწიფოს მეთაურია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების, დაცულობის და სწორედ, ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური. იმ კონსიტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ცვლილებები ახლა ხორციელდება. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის. ახლა ჩვენ ვიმყოფებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც ადამიანები თავის კანდიდატურას აყენებენ ამ პოზიციის დასაკავებლად. ეს ცვლილება არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების განხორციელების პროცესში, მისი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მომავალში მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)