2018-09-07 10:51:45, 971 ნახვა
საზოგადოება
ნიუ-იორკის სასამართლო ავთანდილ ხურციძის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის განაჩენი 7 სექტემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სასამართლო დილის 10:00 საათზე (საქართველოს დროით 18:00 საათზე) გაიმართება.
მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლე ქეთრინ ფორესთს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა მსჯავრდებულის ცნობით, სხდომის თარიღი შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. მოგვიანებით მაყაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების, ხურციძეს კი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ავტორი: ,