|
2018-09-06 17:29:19, 1375 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმის ჩატარებას ეხმაურება. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რუსული პროპაგანდა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. „მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. აუცილებლად არის მოსაძებნი ეფექტური ფორმები იმისთვის, რომ ის პროპაგანდა და ჰიბრიდული საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა საგარეო მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)