|
2018-09-06 14:36:35, 1151 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმები
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში, კრემლის მიერ დაფინანსებულ, მედიაფორუმს ეხმაურება. ბახტაძის განცხადებით, რუსულ პროპაგანდას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის. მისივე თქმით, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი მექანიზმები, რათა საქართველოში ნეგატიური პროპაგანდის პრევენცია მოხდეს. „რაც შეეხება რბილ ძალას და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა საქართველოსთვის, სამწუხაროდ ეს გახდა გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რაც შეეხება პროპაგანდის და რბილი ძალის ეფექტს. ქართულმა საზოგადოებამ, თავისი გადაწყვეტილება დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ გახლავთ პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმები, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს მოსახლეობაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, თბილისში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი იმართება.ფორუმის პარალელურად მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეგახსენებთ, გუშინ ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიზეზი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)