17:00 - 15 Jun, 2026
|
2018-09-05 18:16:24, 752 ნახვა
რეგიონი
ხანძარი ატენის ხეობაში - ტყის მასივში ცეცხლის ორი კერა გაჩნდა
ატენის ხეობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივში ცეცხლის ორი კერა გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტარამდე ფართობი. „ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი. ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე იგეგმება დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)