2018-09-05 15:27:51, 962 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილი: გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შიდა აუდიტი სწავლობს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ეხმაურება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხს შიდა აუდიტი ზედმიწევნით სწავლობს და დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„ყველა მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე, გრიფირების პროცესს სწავლობს შიდა აუდიტი. რადგანაც ინფორმაციები ჯერ კიდევ შემოდის, ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის უნდა იყოს დასკვნა. ეს იქნება გამჭვირვალე და შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ზომები იქნება შესაბამისი, უმკაცრესი, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების სახელმძღვანელოებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მომავალში პროცესი წარიმართოს სწორად, სწორი მენეჯმენტით, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხზე კითხვები აღარ გაჩნდეს.
ავტორი: ,