08:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 15:30:47, 311 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტორებს ვეუბნებით ნათელ მესიჯს, რომ მათ მიერ ჩადენილი თითოეული ცენტი იქნება დაცული

„ჩვენ ინვესტორებს ვეუბნებით ნათელ მესიჯს, რომ მათ მიერ ჩადენილი თითოეული ცენტი იქნება აბსოლუტურად დაცული“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებთან და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ღარიბაშვილმა  ბიზნეს სექტორს საინვესტიციო სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო. 
ღარიბაშვილის  თქმით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს გადასვლა მთავრობის დაქვემდებარაში მისი გადაწყვეტილებით მოხდა.
 „ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ მათთვის გაგვეცნო ის ცვლილება, რომელიც განვახორციელეთ კერძოდ ჩემი დავალებით. საინვესტიციო სააგენტო, რომელიც მანამდე საპარტნიორო ფონდის დაქვემდებარებაში იყო და მაინცდამაინც  არ იყო მისი სტატუსი გარკვეული და ფუნქცია ჩამოყალიბებული.  მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა. სააგენტოს ხელმძღვანელი  პრემიერ-მინისტრს ანუ პირადად მე მექვემდებარება. ჩვენ ვნახეთ, რომ ინვესტორებისთვის იქნებოდა უფრო კომფორტული, რომ მოხდეს უფრო მეტი კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რომ მათი მოპყრობა იყოს უფრო მეტად პროფესიონალური. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია, რომ შემოვიდეს პირადაპირი უცხოური ინვესტიციები“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. 
ამასთან, მისივე  თქმით, სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებებით ინვესტორების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება.
„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ინვესტორებს ნათელ მესიჯს ვეუბნებით, რომ მათ მიერ ჩადენილი თოთოეული ცენტი იქნება აბსოლუტურად დაცული.  თითოეული ინვესტორი იქნება პრემიერის ყურადღების ქვეშ და მათი თოთოეული  ინვესტიცია იქნება აბსოლუტურად გარანტირებული. რაც მთავრია სააგენტო დაამუშავებს პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ინვესტორებს და იქნება მჭიდრო ურთიერთობები სხვა სააგენტოსთან. ეს გააიოლებს  ინვესტორების ურთიერთობებს სამინსიტროებთან და უფრო ეფექტურ კოორდინაციას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკური  მდებარეობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics