|
2018-09-05 12:58:23, 1295 ნახვა
კომენტარი
ეკა ნასყიდაშვილი: ფორუმი მეოთხე წელია იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს
„ფორუმი მეოთხე წელია იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს“, - ამის შესახებ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტმა ეკა ნასყიდაშვილმა განაცხადა, რომელიც ფორუმის მონაწილეა. როგორც მან აღნიშნა, ღონისძიებაზე მხოლოდ კულტურული ურთერთობების განხილვა და გამოცდილების გაზიარება ხდება. „არაფერი საგანგაშო არ ხდება და ძალიან საინტერესოა, რატომ მოხდა ეს წელს, იმიტომ რომ უკვე მეოთხე წელიწადია ასეთი ფორუმი იმართება. აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და გაოგნებულები უყურებენ ამ სიტუაციას, რაც გარეთ ხდება. აქ არ არი არაფერი. ჩვენ უკვე მეოთხე წელიწადია მხოლოდ კულტურულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და სხვა სალაპარაკო თემა აქ არ გვაქვს“, - განუცხადა ნასყიდაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამასთან, ფორუმის ორგანიზატორმა ანჟელიკა ტრაპენზიკოვამ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქცია ღონისძიების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. „ჩვენ მაინც ჩავატარებთ ჩვენს ღონისძიებას. ეს აქცია მის გახსნასა და ჩატარებაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. ყველა თემა და დისკუსია ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში და არა ქუჩაში“, - განაცხადა ანჟელიკა ტრაპენზიკოვამ. ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)