16:21 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 13:23:27, 963 ნახვა

რეგიონი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სათვირთო ავტომობილის დაგორების შედეგად ერთი მესაზღვრე დაიღუპა

წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა, - ამის შესახებ Haqqin.az იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საზღავრზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი, რომელიც შემოწმების მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა.

მედიის ცნობით, სატვირთო ავტომობილის დაგორების შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა.

"იმ დროს, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რათა სამართალდამცველებისთვის საბუთები წარედგინა, მანქანის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რამაც მანქანის დაგორება გამოიწვია. აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც ამ დროს სატვირთო ავტომობილის წინ იმყოფებოდა, დაჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა", - ნათქვამია აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ქართული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics