|
2018-09-03 16:13:22, 1098 ნახვა
კომენტარი
ბესელია მ.კ.-სთვის ბრალის წარდგენაზე: რა უფლება აქვს კომისიას, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაცია გასცეს?
„სად წერია, რომ კომისიის რომელიმე წევრს ან ერთად აღებულ მთელ კომისიას უფლება აქვს, მითითება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, რომ პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინონ?“, - ასე მიმართა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს. ბესელია დაინტერესდა, რომელი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე გადაწყვიტა კომისიის უმრალვესობამ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ ბრალის წარდგენის შესახებ რეკომენაციის გაცემა. „თქვენ თქვით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს, მ.კ.-ს ბრალის წარდგენისთვის, ანუ საფუძველი შეიქმნა. ასევე, თქვით: მოწმეები ამბობენ, რომ ჯიბეში ჩაიყო ხელი. ეს იყო ერთი კატეგორიული მტკიცებულება, რომელიც აღნიშნეთ. მე მაინტერესებს, ჯიბეში რომ ხელი ჩაიყო იქ მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ - ეს არის თუ არა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელია გამოდგეს ადამიანისთვის განზრახ მკვლელობის ბრალის წარსადგენად? ეს ერთი. მეორე - შემდეგ მტკიცებულებად დაასახელეთ, რომ ერთ-ერთმა პირმა თქვა, მოისმინა, როგორ თქვა მ.კ.-მ, რომ ტარი დაარტყა. ეხლა დააზუსტეთ და მითხარით, ამბობს თუ არა ეს პირი, რომელსაც თქვენ გულისხმობდით, რომ მ.კ.-მ უთხრა, რომ სარალიძეს დაარტყა მან ეს საგანი. ასეთ ჩვენებას ან ეს პირი, ან რომელიმე სხვა პირი, იძლევა თუ არა? ეს არის ისეთი ფაქტობრივი მონაცემი, რომელსაც ვერავინ გააყალბებს. მესამე - თქვით, რომ სკოლის წინ, იქ აჩვენა გარკვეულ ჯგუფს რაღაც საგანი. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს ფაქტობრივი მონაცემი არის უტყუარი, ასეთი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგანი აჩვენა ბავშვმა. არის საკმარისი იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც არსებობს ბრალდების წარდგენისთვის - რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინო ადამიანს? კომისიას და კომისიის წევრს, რომელიც საუბრობთ მ.კ.-ს მიმართ ბრალის წარდგენის აუცილებლობაზე და აკვალიფიცირებთ მის ქმედებას, რომ ეს არასრუწლოვანი განზრახ მკვლელობისთვის მიეცეს პასუხისგებაში... რა უფლება აქვს კომისიას - პოლიტიკურ ორგანოს, რომელი კანონით ხელმძღვანელობთ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაცია გასცეთ? სად წერია? ან მითხარით კონსტიტუციის ნორმა, ან მითხარით პროკურატურის კანონი, ან კომისიის რეგლამენტი... სად წერია, რომ კომისიის რომელიმე წევრს ან ერთად აღებულ მთელ კომისიას უფლება აქვს მითითება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, რომ წარუდგინეთ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით? ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ერთი მოწმე თუ არსებობს, რომელიც იტყოდა, რომ მ.კ.-მ გამოიყენა საგანი სარალიძის მიმართ და დაინახა, რომ დაარტყა ამ ადამიანს საგანი, აი, ერთი ასეთი მოწმე მაინც თუ არსებობს და ვინ არის ეს მოწმე?“, - მიმართა ბესელიამ კომისიის წევრებს.
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)